რეფლექსია , მოსწავლეთა და მშობელა უკუკავშირი


          რეფლექსია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების წრის 
                             „ფერადი სამყაროს’’ შესახებ;                
                                                        27 ნოემბერი      2019 წელი

საგნობრივი წრე „ფერადი სამყარო’’ ჩამოვაყალიბე მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარების მიზნით VII და IX  კლასის მოსწავლეებისათვისწრეში გაერთანდა 10 მოსწავლე.წინასწარ შევადგინე შეხვედრების განრიგი და მუშაობის სამოქმედო გეგმა,ვუზრუნველყავი მუშაობისათვის საჭირო ყველა რესურსი.ჩავატარე ათივე შეხვედრა და გამოვაქვეყნე სკოლის ფეისბუკ გვერდზე.
       მოსწავლეებს დეტალურად გავაცანი მუშაობისა და შეხვედრების ფორმატი და მიზანი. რესურსების შეგროვებაში მე დავეხმარე,რადგან ვიცოდი რომ ისინი იმ რესურსებს ვერ მოიძიებდნენ,რომელიც დაგვჭირდებოდა.
    ათივე შეხვედრა გეგმის მიხედვით განვახორციელე.ბავშვებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს თითოეული თემის მიმართ.აქტიურად იყვნენ ჩართულნი სხვადასხვა აქტივობების შესრულებაში.
       წრის მუშაობის დადებით მხარედ მიმაჩნია  მოსწავლეთა  მოტივაციის ამაღლება,რაც მათ შემოქმედებაში აშკარად გამოიკვეთა.მიცემულ დავალებებს დამოუკიდებლად და მონდომებით ასრულებდნენ.გამოავლინეს შემოქმედებითი უნარი,ფანტაზიის უნარი,რაც პრაქტიკული დავალებების შესრულების დროს გამოავლინეს.ვერ მალავდნენ სიხარულს,აღფრთოვანებას,მოსწონდათ საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და ნაკეთობები.ყოველ მომდევნო შეხვედრას კი მოუთმენლად ელოდნენ.
    შეხვედრების დასასრულს მე შევაფასე მათი ნამუშევრები შეფასების რუბრიკით,რომელიც წინასწარ გავაცანი მათ.გამოვავლინე 3 გამარჯვებული.აქვე უნდა ავღნიშნო,რომ ყველა მონაწილის ნაკეთობა  იმსახურებდა ჩემს მოწონებას.ათივე მოსწავლეს გადავეცი მადლობის ფურცლები წრეში აქტიური მონაწილეობისათვის.
     ვფიქრობ, წრეში მონაწილეობამ  ბავშვებს მხოლოდ დადებითი შედეგი მოუტანა,რასაც ადასტურებენ ბავშვებიც  და მათი მშობლებიც.(მშობელთა და მოსწავლეთა უკუკავშირი თან ერთვის რეფლქსიას)




Comments

Popular posts from this blog

სამუშაო წრის მეცხრე შეხვედრა.

სამუშაო წრის მეექვსე შეხვედრა

სამუშაო წრის მეშვიდე შეხვედრა