სამუშაო წრის მეექვსე შეხვედრა
4 ნოემბერი
თემა:მატყლის დაფენა სიბრტყეზე;
დღევანდელი შეხვედრა მატყლის სიბრტყეზე დაფენის შესწავლას ეთმობა.ბავშვებს ვესაუბრე თქის ნაჭრის დანიშნულებისა და გამოყენების შესახებ. ისტორიულად თექას საქართველოს ყველა კუთხეში ამზადებდნენ და მას მრავალმხრივი გამოყენება ჰქონდა.ამზადებდნენ სამოსელს,თავსაბურავებს.თექის საუკეთესო ნიმუშია ნაბადი.თექის ქსოვილი მარტივი, დახვეწილი ორნამენტებით გამოირჩეოდა.
სანამ მატყლის დაფენას დავიწყებთ უნდა ვიცოდეთ რა ზომის ქსოვილი გვჭირდება,რადგან მოთელვის შემდეგ ქსოვილი იკლებს.მატყლი უნდა დავაფინოთ შემდეგნაირად.მატყლი უნდა გამოვქაჩოთ(გამოვწიოთ) პატარა ფთილების სახით და დავაფინოთ მონაცვლეობით ჰორიზონტალური და ვერტიკალური მიმართულებით.
ფთილების და ფენა ხდება რამოდენიმე ფენად.ფენების რაოდენობა დამოკიდებულია დასამზადებელ ნაწარმზე.მეტწილად იპინება ოთხი ფენა.ქსოვილის სიმტკიცის მისაღებად,ორი ფენის შემდეგ,შუა ნაწილში შეიძლება ჩავაყოლოთ ტული-ქსოვილის ბადე.ამ შემთხვევაში ნამზადი უფრო მტკიცე გამოდის და მისგან ძირითადად სამოსს ამზადებენ.ზედაპირის გასაფორმებლად გამოიყება სხვადასხვა მასალა.

Comments
Post a Comment