Posts

Showing posts from November, 2019

რეფლექსია , მოსწავლეთა და მშობელა უკუკავშირი

          რეფლექსია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების წრის                               „ფერადი სამყაროს’’ შესახებ;                                                                          27 ნოემბერი       2019 წელი საგნობრივი წრე „ფერადი სამყარო’’ ჩამოვაყალიბე მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარების მიზნით VII და IX   კლასის მოსწავლეებისათვისწრეში გაერთანდა 10 მოსწავლე.წინასწარ შევადგინე შეხვედრების განრიგი და მუშაობის სამოქმედო გეგმა,ვუზრუნველყავი მუშაობისათვის საჭირო ყველა რესურსი.ჩავატარე ათივე შეხვედრა და გამოვაქვეყნე სკოლის ფეისბუკ გვერდზე.        მოსწავლეებს დეტალურად გავაცანი მუშაობ...

სამუშაო წრის მეათე შეხვედრა

Image
             26  ნოემბერი 2019 წელი;         თემა- ნკეთობის საბოლოო  სახის მიცემა და სხვადასხვა აქსესუარების დამზადება;                   დღევანდელ შეხვედრაზე უკვე გამზადებული ქსოვილისაგან სხვადასხვა ნაკეთობები და აქსესუარები უნდა დავამზადოთ.ბავშვებს შევთავაზე სხვადასხვა ვარიანტი იმის , მიხედვით თუ რისი გაკეთების უნარი შესწევდათ მათ.ეს იყო თმის სამაგრები,აბადოკები,თმის სარჭები, ბროშები,ნაძვის ხის სათამაშოები.ვაჩვენე ერთი მაგალითი თუ როგორ შეიძლება  მათი გაკეთება, როგორ უნდა ვიმუშაოთ.წინასწარ მოიტანეს ყველა საჭირო რესურსი.მაკრატელი,ნემსი,ძაფი,ფერადი ბრჭყვიალა ძაფები, ბისერები, ლამაზი თვლები და  აბრეშუმის ლენტები.ბავშვებმა , მართლაც ძალიან მოინდომეს,იმუშავეს სუფთად,გააკეთეს თმის სამაგრები, ბროშები,ნაძვის ხის სათამაშოები.ბავშვები კმაყოფილნი დარჩნენ თავიანთი ნამუშევრებით,დაინახეს თავისი შრომის შედეგი.როგორც თავად აღნიშნავდნენ,მთელ თავისუფალ დროს ამდაგვარი აქესსუარების და...

სამუშაო წრის მეცხრე შეხვედრა.

Image
        25 ნოემბერი; თემა-   მატყლის თელვა სველი მეთოდით.           დღევანდელ შეხვედრაზე მატყლის თლვას ვსწავლობთ,ამჯერად სველი მეთოდით      ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია და დიდი დროსაც მოითხოვს.ბავშვებს თეორიულად გავაცანი ამ პროცესის შესახებ ინფორმაცია და გადავედით პრაქტიკულ ნაწილზე.ჩვენ უკვე დაფენილი გვქონდა მატყლი,დავამატეთ ზოგიერთი დეტალი და  შევუდექით თელვას.დაწყობილ მატყლს დავასხით ცხელი წყალი, წავუსვით საპონი(უმჯობესია სარეცხი საპონი),გადავახვიეთ დაწყობილი მატყლი,შევკრათ თასმებით და დავიწყეთ  თელვა.შეკრული მატყლი უნდა ვაგოროთ სიბრტყეზე ზევით და ქვევით.რამონენიმე ხნის შემდეგ გავხესნით,გადავამოწმეთ რაიმე დეტალმა ადგილი ხომ არ შიცვალა,ისევ გადავახვიეთ და გავაგრძელეთ თელვა.ვთელეთ  მანამ ,სანამ ქსოვილმა  საბოლოო სახეს არ მიიღებო.

სამუშოაო წრის მერვე შეხვედრა

Image
            18 ნოემბერი        თემა:  მატყლის თელვა სველი მეთოდით;          დღევანდელი შეხვედრა   მატყლის სველი მეთოდით ტელვას ეთმობა.ბავშვებს თორიულად ავუხსენი როგორ ხდება თელვა.დაფენილი მატყლი მზად არის მოსათელად.  ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია და საკმაოდ დიდი დრო ჭირდება.დაფენილ მატყლს დავასხით ცხელი წყალი,წავუსვით საპონი,გადავახვიეთ პოლიეთილენში და დავიწყეთ თელვა.თელვის პროცესში ბავშვები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს.გარკვეული დროის შმდეგ გავშალეთ დაფენილი მატყლი, შევასწორეთ დეტალები და ისევ გავაგრძელეთ თელვა.ასე რამოდენიმეჯერ გავიმეორეთ.        ეს პროცესი სრულდება მაშინ,როცა მატყლი მჭიდროდ ჩაეჭიდება ერთმანეთს, გახდება მტკიცე და ქსოვილის სახეს მიიღებს.საბოლოოდ, ქსოვილი უნდა გავავლოტ რამოდენიმეჯერ თბილ წყალში და გავფინოთ გასაშრობათ ისე რომ ქსოვილმა ფორმა არ შიცვალოს ან არ დაოჭიმოს.

სამუშაო წრის მეშვიდე შეხვედრა

Image
            11ნოემბერი        თემა:მატყლის დაფენა ყალიბზე;              დღევანდელი შეხვედრა ყალიბზე მატყლის დაფენის იგივე მოცულობითი თელვის შესწავლას ეთმობა.მოცულობითი თელვა  ეს არის ისეთი პროცესი,როცა დასამზადებელი ნიმუშს ვაწარმოებთ თარგზე  თარგზე ან ყალიბზე.ყალიბზე შეიზლება მოვახდინოთ ნაწილობრივ მოთელილი ნაწარმის ფორმის მიცემა.დაფენილი მატყლი უნდა იყოს ერთგვაროვანი.ნაფენის დანამვა ხდება საპნიანი წყლით.ყალიბზე უმეტეს წილად ქუდებს ამზადებენ.ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია.საჭიროა სხვადასხვა ზომის ყალიბი.ქსოვილი უნდა იყოს მყარი და მტკიცე.მოთელილი ნამზადის ქუდი უნდა დაიჭრას სხვადასხვა ზომის მიხედვით.ნამზადს უნდა მივცეთ მართკუთხედის ფორმა და მოვათავსოთ თასში სველ მდგომარეობაში.შემდეგ ასე სველს  მოვათავსებთ ყალიბზე და დავიწყებთ ხელით შემოთელვას.ჭიმვას საბოლოო სახის მიღებამდე.ყალიბზე ხდება ქუდის სიმაღლის განსაზღვრაც.

სამუშაო წრის მეექვსე შეხვედრა

Image
              4 ნოემბერი         თემა:მატყლის დაფენა სიბრტყეზე;          დღევანდელი შეხვედრა მატყლის სიბრტყეზე დაფენის შესწავლას ეთმობა.ბავშვებს ვესაუბრე თქის ნაჭრის დანიშნულებისა და გამოყენების შესახებ. ისტორიულად თექას საქართველოს ყველა კუთხეში ამზადებდნენ და მას მრავალმხრივი გამოყენება ჰქონდა.ამზადებდნენ სამოსელს,თავსაბურავებს.თექის საუკეთესო ნიმუშია ნაბადი.თექის ქსოვილი მარტივი, დახვეწილი ორნამენტებით გამოირჩეოდა.        სანამ მატყლის დაფენას დავიწყებთ უნდა ვიცოდეთ რა ზომის ქსოვილი გვჭირდება,რადგან მოთელვის შემდეგ ქსოვილი იკლებს.მატყლი უნდა დავაფინოთ შემდეგნაირად.მატყლი უნდა გამოვქაჩოთ(გამოვწიოთ) პატარა ფთილების სახით და დავაფინოთ მონაცვლეობით ჰორიზონტალური და ვერტიკალური მიმართულებით.          ფთილების და ფენა ხდება რამოდენიმე ფენად.ფენების რაოდენობა დამოკიდებულია დასამზადებელ ნაწარმზე.მეტწილად იპინება ოთხი ფენა.ქსოვილის სიმტკიცის მისაღებად,ორი ფენის შემდ...