საწრეო მუშაობის მეხუთე შეხვედრა
28 ოქტომბერი; თემა: მატყლის ღებვის ბუნებრივი და ქიმიური მეთოდები; ჩვენი დღევანდელი შეხვედრის თემა მატყლის ღებვას ეხება.ბავშვებს გავაცანი მატყლის ღებვის ქიმიური და ბუნებრივი მეთოდების შესახებ ინფორმაცია.მატყლი ბუნებრივად არსებობს შავი,თეთრი,რუხი,ღია ყავისფერი.საქართველოში გავრცელებული ცხვრის ჯიშებიდან,უმაღლესი ხარისხის მატყლს იძლევა თუშური ცხვარი.მატყლი კარგად ემორჩილება ღებვას. გადამუშავებული მატყლის სამი სახეობა არსებობს:რივსი - რომელიც ზამთარ გამოვლილია და გრელბეწვეაა.შემოდგომის მატყლი-რომელსაც ჩვეულებრივ მატყლს უწოდებენ. ეს არის შედარებით მოკლე ბეწვიანი და უხეში. კრაველი -რომელიც არის ბატკნის მატყლი. კრაველით დამზადებული ქსოვილი ძალიან ნაზია, ფაფუკი და ძვირად ფასობს. მთიან რეგიონებში დღესაც ბუნებრივი მეთოდებით ღებავენ მატყლს. მის შესაღებად გამოიყება ტყის ფოთლოვანი, ყვავილოვანი და კენკროვანი კუტურა....