საწრეო მუშაობის მეხუთე შეხვედრა

                   28 ოქტომბერი;
           თემა: მატყლის ღებვის ბუნებრივი და ქიმიური მეთოდები;
                  ჩვენი დღევანდელი შეხვედრის თემა მატყლის ღებვას ეხება.ბავშვებს გავაცანი მატყლის ღებვის ქიმიური და ბუნებრივი მეთოდების შესახებ ინფორმაცია.მატყლი ბუნებრივად არსებობს შავი,თეთრი,რუხი,ღია ყავისფერი.საქართველოში  გავრცელებული ცხვრის ჯიშებიდან,უმაღლესი ხარისხის მატყლს იძლევა თუშური ცხვარი.მატყლი კარგად ემორჩილება ღებვას. გადამუშავებული მატყლის სამი სახეობა არსებობს:რივსი - რომელიც ზამთარ გამოვლილია და გრელბეწვეაა.შემოდგომის მატყლი-რომელსაც ჩვეულებრივ მატყლს უწოდებენ. ეს არის შედარებით მოკლე ბეწვიანი და უხეში. კრაველი -რომელიც არის ბატკნის მატყლი. კრაველით დამზადებული ქსოვილი ძალიან ნაზია, ფაფუკი და ძვირად ფასობს.
  მთიან რეგიონებში დღესაც ბუნებრივი მეთოდებით ღებავენ მატყლს. მის შესაღებად გამოიყება ტყის ფოთლოვანი, ყვავილოვანი და კენკროვანი კუტურა. მცენარის ფესვები, ქერქები,ნაყოფი და ფოთლები. ბუნებრივი საღებავებით შეიძლება მივიღოთ:შავი, წითელი, ყავისფერი, შინდისფერი, ჭაობისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, იისფერი მატყლი. მინდა ჩამოგითვალოთ მცენარეები, რომელთა ნაყენშიც სხვადასხვა ფერად იღებება მატყლი: ბროწეული ხის ქერქი, ბროწეულის ნაყოფის ქერქი, დეკა, გვირილა ,ენდრო, თავშავა, მოცვი,ანწლი, მუხის ქერქი, ხახვის ფურცელი, ქვის ხავსი იგივე ჭანგა, ჭინჭარი , კოწახური და სხვ.
  ქიმიური საღებავებით შეღებილი მატყლი უხეშია.



   ბავშვებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს აღნიშნული თემის მიმართ. მათ ვერც კი წარმოედგინათ რომ მათთვის ნაცნობ მცენარეებში შეიძლებოდა ძაფის ან მატყლის შეღებვა. ვაჩვენე მათ შეღებილი მატყლი. მისვამდნენ შეკითხვებს. ყველამ იცოდა რომ ენდროში კვერცხი შინდისფრად იღებება, მაგრამ სხვა მცენარეები თვისებები ახალი აღმოჩენა იყო.

Comments

Popular posts from this blog

სამუშაო წრის მეცხრე შეხვედრა.

სამუშაო წრის მეექვსე შეხვედრა

სამუშაო წრის მეშვიდე შეხვედრა