საწრეო მუშაობის მეოთხე შეხვედრა
21 ოქტომბერი
თემა: მატყლის მომზადება შესაღებად;
დღევანდელი შეხვედრა ისევ თეორიული კურსით შემოიფრგლება.
იმისათვის,რომ სხვადასხვა ფერის მატყლი მივიღოთ საჭიროა მისი შეღებვა.წინასწარ კი მატყლი უნდა გამზადდეს შესაღებად.უნდა გასუფთავდეს ზედმეტი მუნარევებისაგან,გაირეცხოს და კარგად გამოშრეს ისე ,რომ სინოტივე არ უნდა შეყვეს მატყლს.გაშრობისას უნდა დავიცვათ ტემპერატურული რეჟიმი, რადგან მაღალმა ტემპერატურამ მატყლი შეიძლება დაწვას და დაიკარგოს მისი ხარისხი.გაშრობის დროს მატყლის გაშლიან მაგიდაზე, რომელზეც გადაკრულია ლითონის ბადე.ასე მატყლს თანაბრად უბერავს ჰაერი ზემოდან და ქვემოდან.შრობის პროცესში მატყლი რამოდენიმეჯერ უნდა გადაბრუნდეს.
მატყლის გარეცხვა ქიმიური მეთოდითაც ხდება.გარკვეული ტემპერატურის წყალში
ურევენ 3-4% -იან გოგირდმჟავას,რომელიც მატყლს აცლის ჭუჭყსა და მცენარეულ მინარევებს.ამ პროცესს კარბონიზაცია უწოდებენ. ამ მეთოდით გასუფთავებულ მატყლს აქვს თავისი უარყოპითი მხარეც.ქსოვილი არის უხეში და მოხმარების დროს თითქოს იკბინება კიდეც.
ბავშვებმა დიდი ინტერესი გამოიჩნეს აღნიშნული თემის მიმართ.ჰქონდათ კითხვებიც და გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებებიც.

Comments
Post a Comment